ახალი ამბები

მანანა კობახიძე: სუს-ის ანგარიში გვინდა მაისში განვიხილოთ

25 აპრილი, 2016 • 1258
მანანა კობახიძე: სუს-ის ანგარიში  გვინდა მაისში განვიხილოთ

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხობიეს სამსახურის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალსიტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა:

“ჩვენ გვინდა, რომ ანგარიშები, რომლებიც დღის წესრიგშია,  მაისის თვეში განვიხილოთ. ამისთვის შეიძლება მთელი სასესიო კვირაც კი დაგვჭირდეს. იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოვუსმენთ არა მარტო სუსის ანგარიშს, არამედ სხვა უწყებებისაც,”- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტს ვახტანგ გომელაურის ანგარიში 30 მარტს უნდა მოესმინა, თუმცა კვორუმის პრობლემის გამო პლენარული სხდომა არ ჩატარდა. რაც შეეხება თამარ ქალდანს, მისი ანგარიშის მოსმენა 15 აპრილს პარლამენტმა გადატვირთული დღის წესრიგის გამო გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი