ახალი ამბებირეკლამა

წყალტუბოში ნარდის საერთაშორისო მედიატურნირი დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა

25 აპრილი, 2016 • 1493
წყალტუბოში ნარდის საერთაშორისო მედიატურნირი დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა

ჟურნალისტთა შორის ნარდის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც “საქართველოს ნარდის კლუბმა“ და საქართველოს უმსხვილესი ონლაინ- და ოფლაინ- აზარტული თამაშების კომპანია „ევროპა ბეთმა“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამართა, დასრულდა.

ფინალი

ფინალი

ღონისძიება 21-24 აპრილს, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ გაიმართა და მასში მსოფლიოს 9 ქვეყნის  41ჟურნალისტი  მონაწილეობდა. ტურნირის დირექტორმა, ნარდის მსოფლიო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა  –  მარკო ფორნასირმა (იტალია) ტურნირის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადასცა სპეციალური პრიზები. გრან-პრის მფლობელი გახდა ამერიკელი ვეტერანი მონარდე, ამერიკის მონარდეთა კავშირის წევრი, ნარდის შესახებ ორი პოპულარული წიგნის ავტორი რობერტ ვახტელი. რობერტს ფინალში ქართველი, რადიო „იმედის“ ჟურნალისტი კახა გელაშვილი შეხვდა, რომელიც ანგარიშით 9:4 დამარცხდა.

IMG_9500ტურნირის გამარჯვებულებს საზეიმო ცერემონიალის დროს „ევროპა ბეთის“ მიერ დაწესებული, სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

27 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში “ნარდის მსოფლიო თასის ღონისძიება აიღებს სტარტს, რომლის პარტნიორი ქართულ ბაზარზე წამყვანი პოზიციის მქონე კომპანია — „ბეთსონ ჯგუფის“ წევრი „ევროპა ბეთია“, რომელიც მომხმარებელს კომფორტულ, საინტერესო, ინოვაციურ აზარტულ თამაშებს ონლაინ- და ოფლაინ- სივრცეში სთავაზობს.

როგორც „ევროპა ბეთის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ნარდის მსოფლიო თასის“ საპრიზო ფონდისთვის 125,000 აშშ დოლარია გამოყოფილი.

EB_Logo

მასალების გადაბეჭდვის წესი