ახალი ამბები

მოძრაობა ”წინ ოსეთის” ლიდერი მოკლეს

14 ოქტომბერი, 2011 • 960
მოძრაობა ”წინ ოსეთის” ლიდერი მოკლეს

ხუთშაბათს, გვიან საღამოს, ვლადიკავკაზში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ”წინ ოსეთის” ერთ-ერთი ლიდერის სოსლან ხუგაევის გვამი იპოვეს. ხუგაევი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური იტყობინება, რომ კომპლექსური გამოძიება ჩატარდება, რათა იპოვონ  და დააპატიმრონ დამნაშავე, რომელმაც ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

ოსი ბოევიკი ხუგაევი აქტიურად იბრძოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

სოსლან ხუგაევი 39 წლის იყო, მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი