ახალი ამბები

სააკაშვილი: არჩევნების შემდეგ დარწმუნებილი ვარ, რომ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში

25 აპრილი, 2016 • 1593
სააკაშვილი: არჩევნების შემდეგ  დარწმუნებილი ვარ, რომ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში

“შემოდგომის არჩევნების პერიოდში დიდი ალბათობით ვიპოვი საშუალებას, რომ ჩავერთო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ  დარწმუნებილი ვარ, რომ ეგრევე ჩამოვალ საქართველოში”, – ეს განცხადება რუსთავი 2-თან ინტრვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის [უკრაინა] გუბენრატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ის გამარჯვებაში დარწმუნებულია:

“დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება.  არის ორი ძალა: ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. ამ ეტაპზე მესამე არაფერი არსებობს. დანარჩენი ყველაფერი არის იმიტაცია, მიმიკრია, მანევრები, ფულის კეთება ვიღაცის მიმართ, ქრთამის აღება ვიღაცის მიმართ, ვიღაცის მიმართ თავის ხუშტურების დაკმაყოფილება, დღეს ეს ასე ჩამოყალიბდა, მაგრამ მე ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს. როგორც უკრაინაში არ მივილტვი თანამდებობისკენ, ისე საქართველოში. მე დღეს არაფრისკენ მივილტვი. ჩემი ამოცანაა, რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხის თვალში, რომ ან ეს რუსი ოლიგარქი, ან ის, რაც ჩემს სახელთან, იმასთანაა დაკავშირებული, რასათანაც მე, რომ თვითონ  მე ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე. ვიყო უკეთეს ფორმაში, ვიყო უფრო მოტივირებული და მომავალზე მიმართული. როგორც იგეგმება და როგორც ზუსტად ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები [უნდა] ჩავამთავროთ, მოვიგოთ. შემდეგ ჩამოვიდე [საქართველოში], დავსხდეთ და დავეხმარო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელიც გაიმარჯვებს . ეს არის და ეს. ასე ვხედავ. ბევრი დრო აღარ რჩება. მუდმივად გვაქვს კონსულტაციები ჩემს მეგობრებთან, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის და ვხვდები”, – თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ იმ ადამიანებსაც ხვდება საქართველოდან, რომლებიც სახელმწიფო აპარატში მუშოაბენ.

“სხვათა შორის, სახელმწიფო აპარატიდან ჩამოდის ბევრი. მელაპარაკება. ადრე ძალიან შეშინებულები იყვნენ, ახლა საერთოდ პრობლემა არ აქვთ. ღიად მოდიან, ხან სად მხვდებიან, ხან სად: ფორუმებზე, სასტუმროებში, ფოიეში, ქუჩაში შემხვდა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სამინისტროს რამდენიმე მუშაკი [საკმაოდ მაღალი თანამდებობის]”, –  განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები არ ნიშნავს იმას, რომ იგი უარს ამბობს უკრაინაში თავის მისიაზე:

“ერთმანეთისგან არ იყოფა ეს ორი რაღაც. ეს არ არის არჩევანი- საქართველო თუ უკრაინა. ეს არის არჩევანი საერთო კარგი მომავალის შესახებ”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი