სალომე ჯაშის ფილმი ნიონის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ეროვნული კონიცენტრის ინფორმაციით, რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმმა “დაისის მიზიდულობა”, რომელიც ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე Visions Du Reel საკონკურსო პროგრამაში წარადგინეს, მთავარი ჯილდო (The Main Prize of Regard Neuf section) მოიპოვა.

“დაისის მიზიდულობა” საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.

ფილმი ძირითადად წალენჯიხის რაიონშია გადაღებული. ის საქდოკ ფილმის პროდუქციაა, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, რობერტ ბოშის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ფრანგულ-გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის “არტეს” მხარდაჭერით შეიქმნა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა.

ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1969 წელს დაფუძნდა. ის დოკუმენტური ფილმების პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც გზა გაუხსნა და ასპარეზი მისცა ე.წ. აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების დოკუმენტალისტიკას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი