თბილისში, თენგიზ აბულაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი მშენაბარე კორპუსთან სამშენებლო მასალებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სიახლოვეს მდებარე მაღაზიებში მეხანძრეები მოქალაქეებს არ უშვებენ.

![თბილისში, აბულაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა [ვიდეო] თბილისში, აბულაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/04/13036401_1038907549517441_1706929393_o.jpg)









