ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი 90კგ წონით კატეგორიაში ვეროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში უნგრელი კრისტიან ტოტი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
ეს ყაზანში მიმდინარე ვეროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს მედალია, პირველი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი – ვერცხლს.