ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის მოადგილე: კონგრესმენ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს

23 აპრილი, 2016 • 1109
აშშ-ის ელჩის მოადგილე: კონგრესმენ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოაგდილის, ნიკოლას ბერლინერის თქმით, კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება აშშ-ის ხელისუფლების პოზიციას არ წარმოადგენს. ელჩის მოადგილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

“კონგრესის ყველა წევრს აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარია ის, რომ ეს განცხადება არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას”, – თქვა ბერლინერმა.

კონგრესმენმა სტივ რასელმა 21 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს, შექმნას საქართველოში პრორუსული მთავრობა, “პუტინის ახლო მოკავშირე” კი ბიძინა ივანიშვილია.

მისივე განცხადებით, ივანიშვილს სურს, არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს ხმების ყიდვით, პოლიტიკური ოპონენტების დასჯითა და სპეცსამსახურების გამოყენებით.

“ოქტომბერში საქართველო არჩევენებს ჩაატარებს. ეს არჩევნები არის უფრო მეტი, ვიდრე ქვეყნის მთავრობის გარკვევა. სავარაუდოდ, ამ არჩევნებით დადგინდება, იქნება  საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანა, რომელიც განაგრძობს თვითგამორკვევას, თუ დანებდება კორუფციას, რუსი ოლიგარქის გავლენას და რუსეთის დომინაციას,”- განაცხადა კონგრესმენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი