ახალი ამბები

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო “არმაზის” მფლობელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

22 აპრილი, 2016 • 2062
ქობულეთში დამწვარი სასტუმრო “არმაზის” მფლობელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ქობულეთის სასამართლომ 5-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ქობულეთში დამწვარი სასტუმრო “არმაზის” მფლობელი ზაზა ართმელიძე გაათავისუფლა.

“შეიძლება, რომ შევცვალოთო პატიმრობა უფრო მსუბუქი სასჯელითო და გათავისუფლებული იქნეს დარბაზიდანო. ამ მომენტისთვის მოულოდნელი იყო. საბოლოოდ მაინც ვფიქრობდი, რომ სამართალი არ გამწირავდა. თანაგრძნობით ვარ განწყობილი და მე რასაც ვამბობ წრფელად და მთელი სიმართლით”, – განუცხადა ზაზა ართმელიძემ “რუსთავი 2”-ს.

სასტუმრო “არმაზი” 2015 წლის 10 მაისს დაიწვა, რა დროსაც 3 არასრულწლოვანი დაიღუპა. სასტუმროში რუსთავიდან ჩასული არასრულწლოვანთა ცეკვის ანსამბლის წევრები, მასწავლებელი და მშობლები იმყოფებოდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზაზა ართმელიძე 2015 წლის 19 ნოემბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება მას სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევაში ედავება. გამოძიების მტკიცებით, სასტუმროში გაუნარტავი იყო ელექტროგაყვანილობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი