ახალი ამბები

20-დოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს

21 აპრილი, 2016 • 2040
20-დოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს

ოცდოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს ყოფილი მონა და მონობის წინაღმდეგ მებრძოლი ქალი, ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს – ამის შესახებ ოთხშაბათს აშშ-ის ხაზინის მდივანმა გამოაცხადა.

ტაბმენი მონობაში დაიბადა, საბოლოოდ გაქცევა მოახერხა და მიწისქვეშა რკინიგზის მეშვეობით ყველაზე ცნობილმა „კონდუქტორმა“ ასობით ადამიანიც გაათავისუფლა. ეს რკინიგზა იყო უსაფრთხო სახლების საიდუმლო ქსელი, რომელიც მონათა გათავისუფლებისათვის შეიქმნა. მოგვიანებით ჰარიეტი ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლის ლიდერი გახდა.

ამერიკული დოლარის სხვა ცვლილებებს შორის იგეგმება ელენორ რუზველტის, მერიენ ანდერსონის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსისა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა პორტრეტების დამატება.

როგორც The New York Times წერს, ეს ცვლილებები $5 და $10 კუპიურებზე აისახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი