ახალი ამბები

ალასანია ივანიშვილს შეხვდა

12 ოქტომბერი, 2011 • 1020
ალასანია ივანიშვილს შეხვდა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ამის თაობაზე განცხადებას პარტია აქვეყნებს.

” ეს იყო პირველი შესაძლებლობა, სადაც მათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასა და მომავალი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საუბრის დროს განხილულ ყველა საკითხზე ხედვებში სრული თანხვედრა დაფიქსირდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
“შეხვედრის დასასრულს  ალასანია და ივანიშვილი შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს დროში გაგრძელდება კონსულტაციები პარტნიორობის კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად”, – იუწყებიან თავისუფალი დემოკრატები.
ცნობილი არ არის, სად შედგა შეხვედრა.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში აღნიშნა, რომ ის აპირებს ითანამშრომლოს პარტია “თავისუფალ დემოკრატებთან”. ივანიშვილი აღნიშნულ პარტიას “თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად” თვლის, ხოლო პარტიის ლიდერ ალასანიას “ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონად და ანგარიშგასაწევი ფიგურად” მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი