ახალი ამბებირეკლამა

სუპერმარკეტი “სმარტი” პურის ცხობის გერმანულ ტექნოლოგიებს ნერგავს

20 აპრილი, 2016 • 2130
სუპერმარკეტი “სმარტი” პურის ცხობის გერმანულ ტექნოლოგიებს ნერგავს

სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ მოწვევით საქართველოს ცნობილი გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტი ულრიხ ლენარცი სტუმრობს, რომელიც „სმარტის“ ხაბაზებს მასტერკლასებს უტარებს. პურის ცხობის გერმანული ტექნოლოგია, ცხობის თანამედროვე ტენდეციები, ჯანსაღი ალტერნატივები პურის ინგრედიენტებში, პურის მადისაღმძვრელი ვიზუალი, საგემოვნო თვისებები: ეს ის მიმართულებებია, რომელსაც ბატონი ულრიხი „სმარტის“ ხაბაზებს აცნობს და ასწავლის. გამრავალფერვნებულ და უფრო მეტად დახვეწილ პურპროდუქტებს „სმარტის“ ერთგული მომხმარებლები უახლოეს მომავალში  სუპერმარკეტების დახლებზე იხილავენ.  გერმანელი ექსპერტის რეკომენდაციით შექმნილ ახალ პურპროდუქტებთან ერთად „სმარტი“ ჯამურად უკვე 20-მდე სახეობის პურს შესთავაზებს მომხმარებელს, რომელიც ჭვავის და ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილით მზადდება და მზესუმზირით, თეთრი და შავი სეზამის მარცვლებით, შვრიის ფანტელით, ხორბლით, ღერღილი სიმინდითა თუ წიწიბურათი  იღებს უნიკალურ საგემოვნო თვისებებს.

puri“სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. ცნობილი გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის ულრიხ ლენარცის მასტერ კლასები „სმარტის“  პროფესიონალ ხაბაზებს შესაძლებლობას მისცემს პურის ცხობის თანამედროვე, ევროპულ ტენდენციებს გაეცნონ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ პურპროდუქტების არჩევანი.  „ხარისხი დეტალებში“  ყველგან რომ იგრძნობოდეს, ჩვენ უახლესი ტექნოლოგიებით ვამზადებთ პურპროდუქტებს, საერთაშორისო გამოცდილებით კი „სმარტის“ ხაბაზები უახლეს ტენდენციებს დანერგავენ და მომხმარებელს გემრიელ არჩევანს კიდევ უფრო გაუმრავალფეროვნებენ.  დარწმუნებულები ვართ, რომ სმარტის საკონდიტრო შეთავაზებებით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება.“ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე,

ულრიხ ლენარცის პურის ცხობის ტექნოლოგიების განვითარების ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს. გერმანელი პურპროდუქტების განვითარების ექსპერტის რეკომენდაციით „სმარტში“ პურპროდუქტები საფუარისა და შაქრის გარეშე დამზადდება და დაბალკალორი პურის არჩევანიც გამრავალფეროვნდება.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

puri1

sთბილისი,
ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ბ
www.smart.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი