ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იუნუსებმა აზერბაიჯანი დატოვეს

20 აპრილი, 2016 • 1462
იუნუსებმა აზერბაიჯანი დატოვეს

უფლებამდაცველმა ლეილა იუნუსმა და მისმა ქმარმა არიფ იუნუსმა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ბაქოს სასამართლომ პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა, აზერბაიჯანი დატოვეს და ნიდერლანდებში გაემგზავრნენ.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცოლ-ქმარი ქვეყნის დატოვებაზე მთავრობის მხრიდან უარს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ასაჩივრებდა.

იუნუსების ადვოკატის განმარტებით, მათ სასწრაფო სპეციალური სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ.

იუნუსების საქმეზე განცხადება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერტ კუნდერსმაც გააკეთა. მინისტრის თქმით, იუნუსები ნიდერლანდებში შვილთან ერთად იმყოფებიან და ადამიანის უფლებებისთვის რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ იქ დასვენებასაც შეძლებენ:

“იუნუსების ოჯახის ბედი აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს ზეწოლა სამართლიანობის მისაღწევად. მშვიდი დიპლომატია, რა თქმა უნდა, შედეგს იძლევა. ჩვენ  მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, ეს პროცესი გააგრძელოს”.

2015 წლის 13 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში.

იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებდა და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავდა.

9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეუცვალა. შესაბამისად, ლეილა იუნუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

არიფ იუნუსს 12 ნოემბერს ბაქოს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ფორმა ასევე შიდა პატიმრობით შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ციხის დატოვების შემდეგ იუნუსები მკურნალობის მიზნით აზერბაიჯანის დატოვებაზე ნებართვის მიღებას ცდილობდნენ,

მასალების გადაბეჭდვის წესი