ახალი ამბები

გალში ქართულის ენის სწავლის შეზღუდვაზე ანგარიშის მოსმენა პარლამენტში

19 აპრილი, 2016 • 1262
გალში ქართულის ენის სწავლის შეზღუდვაზე ანგარიშის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გალში განათლების მდგომარეობის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის ანგარიშს ისმენენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას ინფორმაციით, გალის რაიონში არსებული 31 სკოლიდან ქართული ენა 11-ში ისწავლება. მისივე განმარტებით, ენისთვის კვირაში 2 საათია გამოყოფილი და მეხუთე კლასიდან მეთერთმეტე კლასამდე სწავლობენ:

“სოხუმის ხელისუფლება, რუსეთის აქტიური მხარდაჭერით, ცდილობს ქართული ენა გამოდევნოს გალის რაიონიდან. აფხაზეთის სხვა ტერიტორიაზე ქართული ენა აკრძალულია, იყო დარჩენილი ეს პატარა კუნძული გალის ქვედა ზონაში და აქედანაც უნდათ ქართული ენის გამოდევნა. მხოლოდ 11 სკოლაში ისწავლება, სხვა სკოლებში საერთოდ ქართული ენის ჭაჭანება არ არის,”- ამბობს ყოლბაია.

ყოლბაიას თქმით, ჟენევის ფორმატში ამ საკითხზე იმსჯელეს:

“ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები გვიჭერენ მხარს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ადგილიდან არ იძვრის. გამოსავალი არის მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაში, მათი მიდგომის გამკაცრებაში და პროცესში  ყველა იმ სტრუქტურების აქტიურად ჩართვაში, ვინც იმავე ჟენევის ფორმატში მონაწილეობს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი