ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

18 აპრილი, 2016 • 1115
სააპელაციო სასამართლომ კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასაამართლომ დაუშვებლად მიიჩნია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში ბრალდებულების საჩივარი აღკვეთის ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შესახებ. ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დარჩებიან.

საქმე ეხება იმ კადრების მოპოვებასა და შენახვას, რომლებიც 2016 წლის 11 და 14 მარტს გავრცელდა. პროკურატურამ 8 აპრილს განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილი არიან ის პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ მიმდინარე ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავა, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგენს ბრალს.

დაკავებულების არიან: ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ზურაბ პავლიაშვილი და გიგლა შიოშვილი. გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 აპრილს დაკავებულებს აღკვეთსის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიება გაასაჩივრეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდეულები კვლავ პატმრობაში დარჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი