ახალი ამბები

შსს: საქართველო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის პროექტს შეუერთდა

15 აპრილი, 2016 • 1523
შსს: საქართველო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის პროექტს შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის ახალ, სამწლიან პროექტში ჩაერთვება.

უწყების განმარტებით, პროექტი ქვეყნებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლს და დამნაშავეთა დაკავების ერთობლივ კოორდინაციას გულისხმობს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ავსტრიაში, ზალცბურგის ფედერალურ მიწაზე, საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი მიიწვიეს. კონფერენციაში – „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინატორთა ქსელი – კანონის აღსრულება, ინფორმაციის გაცვლა“- 33 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კონფერენციის მომხსენებლებთა შორის  საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილიც იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი