ახალი ამბები

კინოცენტრის დირექტორობის სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

14 აპრილი, 2016 • 1938
კინოცენტრის დირექტორობის სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, ცნობილია კინოცენტრის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შუალედური შედეგები – მინისტრის საკონსულტაციო საბჭომ 13 მსურველიდან სამი კანდიდატი – მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე აარჩია.

კანდიდატურები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს წარედგინება.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, ნანა ჯანელიძის უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 25 მარტს ამოიწურა. ახალი დირექტორის არჩევამდე კინოცენტრს დირექტორის პირველი მოადგილე, ნინო კუხალაშვილი ხელმძღვანელობს.

კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თანამდებობაზე 3 წლის ვადით ინიშნება.

კულტურის სამინისტრო ასევე აქვეყნებს კინოცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცედურას, ჟიურის წევრებისა და კანიდატების ვინაობასა და მათ ხედვებს:

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის2016 წლის 29 მარტის N03/109 ბრძანებით შეიქმნა სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად მინისტრის საკონსულტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

  1. ლანა ღოღობერიძე
  2. მერაბ კოკოჩაშვილი
  3. ლევან კოღუაშვილი
  4. ბაადურ წულაძე
  5. ზურა ინაშვილი
  6. კონსტანტინე ესაძე
  7. ნატო მურვანიძე
  8. თინა ყაჯრიშვილი
  9. პაატა იაკაშვილი
  10. ნანა დოლიძე
  11. ნინო (ნანა) ჯორჯაძე

კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში, სამინისტროში შემოვიდა 13 საკონკურსო განაცხადი, კერძოდ:

  1. გაგა ჩხეიძე
  2. გენო ცაავა
  3. დინარა მაღლაკელიძე
  4. ზვიად დოლიძე
  5. თინათინ ცერცვაძე
  6. ლევან კიტია
  7. მარინა ხოხლენკო კალტრაიდერი
  8. მარინა კერესელიძე
  9. ზურაბ მაღალაშვილი
  10. ნათია კალანდარიშვილი
  11. ნიკოლოზ მახარაშვილი
  12. შორენა ციცაგი
  13. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი

საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 11 და 12 აპრილს გასაუბრება ჩატარდა ყველა კონკურსანტთან. საკონსულტაციო საბჭომ გამართა 4 სამუშაო შეხვედრა. 2016 წლის 14 აპრილს კი შედგა კენჭისყრის პროცედურა. გამართული კენჭისყრის შედეგად, საბჭოს  წევრთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:

  1. მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი – 5 ხმა;
  2. ზურაბ მაღალაშვილი – 4 ხმა;
  3. ნიკოლოზ მახარაშვილი – 1 ხმა;
  4. გაგა ჩხეიძე – 1 ხმა.

პირველი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა ორი კანდიდატი, რის გამოც საჭირო გახდა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ნიკოლოზ მახარაშვილსა და გაგა ჩხეიძეს შორის. მეორე კენჭისყრის შედეგად, საბჭოს წევრთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:

  1. გაგა ჩხეიძე – 8 ხმა;
  2. ნიკოლოზ მახარაშვილი – 3 ხმა.

ორეტაპიანი კენჭისყრის შედეგად, გამოვლინდა სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორობის სამი შესაძლო კანდიდატი, კერძოდ, მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე.

კანდიდატურები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს.

კონკურსის შუალედური შედეგების მიხედვით გამოვლენილი კანდიდატურების კინოცენტრისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა/გეგმა:
გაგა ჩხეიძე – კინოცენტრისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა/გეგმა
ზურაბ მაღალაშვილი – კინოცენტრისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა/გეგმა
მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი – კინოცენტრისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა

მასალების გადაბეჭდვის წესი