საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.
მათივე ცნობით, პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი 15 აპრილს, 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერი მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ეტაპობრივად შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.
გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრობის 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში პრესკონფერენცია არ გაუმართავს.