თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მხოლოდ თბილისში 7 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.
„თბილისობის“ დღესასწაული 2011 წელს გაიმართება 7,8,9 ოქტომბერს. გამომდინარე იქიდან, რომ 7 ოქტომბერი არის პარასკევი, თბილისის მერიამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ 2011 წლის 7 ოქტომბერი, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, მხოლოდ თბილისში გამოცხადდეს უქმე დღედ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა თბილისის მერიის თხოვნა და, შესაბამისად, თბილისში 2011 წლის 7 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.