ახალი ამბები

საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში

5 ოქტომბერი, 2011 • 1139
საყოველთაო გაფიცვა  საბერძნეთში
საბერძნეთში საყოველთაო 24– საათიანი გაფიცვა იწყება, რომელიც მიმართულია ბიუჯეტის ეკონომიისთვის მიღებული მკაცრი ზომების წინააღმდეგ.
დღეს დაიკხურება სკოლები და აეროპორტები, არ იმუშავებს საზოგადო ტრანსპორტი.

ესაა პირველი საყოველთაო გაფიცვაა მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საბიუჯეტო სექტორში 30 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების  შესახებ და შემოიღო დიდი გადასახადი საკუთრებაზე.

ორშაბათს ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა გადადეს საბერძნეთისთვის მორიგი ტრანშის გამოყოფა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საბერძნეთმა გამოაცხადა, რომ ვერ შეძლებს ბიუჯეტის დეფიციტის ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ დონეზე შენარჩუნებას.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის, ევანგელოს ვენიზელოსის თქმით, ქვეყნის მთავრობა ხელფასებისა და პენსიების გაცემას მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებამდე შეძლებს. ამის შემდეგ ბიუჯეტში ფული ამოიწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი