ნეტგაზეთი | თამარ სანიკიძე: 2017 წლისთვის მასწავლებლების საბაზო ხელფასი 800-900 ლარი იქნება თამარ სანიკიძე: 2017 წლისთვის მასწავლებლების საბაზო ხელფასი 800-900 ლარი იქნება – Netgazeti
RU | GE  

თამარ სანიკიძე: 2017 წლისთვის მასწავლებლების საბაზო ხელფასი 800-900 ლარი იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 2017 წლისათვის დაგეგმილია მასწავლებელთა საბაზო ხელფასის მომდევნო ზრდა, რომელიც 2017 წლის 1 იანვრისათვის 800-900 ლარი იქნება.

“მომდევნო ზრდა უკვე მასწავლებლის ხელფასში, რომელიც არის სქემით გათვალისწინებული, უწევს 2017 წელს, პირველი იანვრიდან. რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდისათვის მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 800-900 ლარი უნდა იყოს. ამ პერიოდის მანძილზე და სახელფასო ზრდისათვის სახელმწიფომ ვაუჩერული დაფინანასება გაზარდა და კონკრეტულად მასწავლებელთა ხელფასის გასაზრდელად დღეისათვის მიმართა 90 მილიონი ლარი დამატებით. რაც შეეხება 2017 წლისთვის ზრდას, დამატებით დაგვჭირდება 35 მილიონი ლარი, რომლის დამატების ვალდებულება მთავრობას აქვს აღებული შესაბამისი განკარგულებით, რომელიც არეგულირებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემას”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

განათლების მინისტრის განცხადებით, დღეს მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლების საბაზო ხელფასი გაიზარდა 50 ლარით, ასევე გაიზარდა დანამატები სახელფასო საფეხურების მიხედვით.

მინისტრის განმარტებით, 2012 წლის შემდეგ, 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მასწავლებლის საბაზო ხელფასი დაახლოებით 65%-ით გაიზარდა. მათ შორის: პრაქტიკოსი მასწავლების ხელფასი გაიზარდა  67%-ით, უფროსი მასწავლებლის ხელფასი გაიზარდა 72%-ით, წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში, 93%-ით.

მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გაწერილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, რომელიც სამინისტროსმ 2015 წლის თებერვალში დაამტკიცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com