შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი არის დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვარკეთილის მესამე მასივში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში,  35 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა 13 აპრილს ყოფილი 109-ე სკოლის ეზოში მოხდა. ქალი ყელის არეში დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ქალის ქმარია, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *