თბილისში, ფონიჭალაში 2 ადამიანი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიც ადასტურებს.
მკვლელობა 13 აპრილს, საღამოს მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.