ახალი ამბებიეკონომიკა

თბილისის მერია რამდენიმე ქუჩის შეკეთებისთვის 174 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

13 აპრილი, 2016 • 1447
თბილისის მერია რამდენიმე ქუჩის შეკეთებისთვის  174 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

უახლოეს მომავალში თბილისში აბაშიძის, ბარნოვის, ჟღენტის, ნუცუბიძისა და ჩარგლის ქუჩები კაპიტალურად შეკეთდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ 13 აპრილს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს მიმართა და მოუწოდა, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულმა სამსახურებმა უნდა განსაზღვრონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო.

“ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები” – განაცხადა ნარმანიამ.

“ნეთგაზეთთან” საუბრისას დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ მიერ განსახორციელებელი პროექტებისათვის გამოყოფილი სახსრები 174 698 715,20 ლარს შეადგენს.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა რეაბილიტაცია ქალაქის სხვა ქუჩებსაც შეეხება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჟამად გზის კაპიტალურ და აღდგენით შეკეთებებს ტენდერში გამარჯვებული 4 კომპანია ახორციელებს.

ესენია: შპს „ენკო“, რომელიც სამუშაოებს დედაქალაქის ოთხ ქუჩაზე ატარებს:

  1.      ქ. თბილისში, გლადნაის რაიონში, ყაზბეგის ქუჩა  – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 1 მარტი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის  30 ივნისი  ჩათვლით.
  2.      ქ. თბილისში, პატარა ლილოში მისასვლელი გზა – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 1 მარტი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის  30 ივნისი  ჩათვლით.
  3.      ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქუჩა – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 1 მარტი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის  31 მაისი  ჩათვლით.
  4.      ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა  – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 1 მარტი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის  31 მაისი  ჩათვლით.

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, რომელიც სამუშაოებს შემდეგ ქუჩებზე ახორციელებს:

  1.      ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, რ.აგლაძის ქუჩა  – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 19 თებერვალი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის 19 ივნისის ჩათვლით.
  2.      ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ლ.ღოღობერიძის ქუჩა – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 19 თებერვალი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის 19 მაისის ჩათვლით.
  3.      სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზა – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 19 თებერვალი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის 19 ივნისის ჩათვლით.
  4.      ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩის კაპიტალური მშენებლობა- სამუშაოების დაწყების თარიღი 1 აპრილი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით.

შპს „ენსისი“, რომელიც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და სავალი ნაწილის კაპიტალურ შეკეთებას შემდეგ გზებზე ახორციელებს:

  1.      ქ. თბილისში, ჯიქიას სასაფლაოს შიდა გზის მე–2 ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 18 მარტი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის 17 აპრილი ჩათვლით.
  2.      ქ. თბილისში, ჯიქიას სასაფლაოს შიდა გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები – სამუშაოების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის 9 მარტი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის 14 აპრილი ჩათვლით.
  3.      ქ. თბილისში, ზ. გამსახურდიას სახელობის (მარჯვენა) სანაპიროს სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთება- სამუშაოების დაწყების თარიღი 4 აპრილი, ხოლო დასრულება, მიმდინარე წლის 19 აპრილის ჩათვლით

და შპს „მამისონი“, რომელიც სამუშაოებს ქ. თბილსში, კრწანისის რაიონში „პრიმერა გოლფის“ კორტების დამაკავშირებელი გზის კაპიტალური მშენებლობა – სამუშაოების დაწყების თარიღია 28 მარტი, ხოლო დასრულების, 28 ივნისის ჩათვლით.

კეთილმოწყობის სამსახურში აცხადბენ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები 11 მისამართზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი