ახალი ამბები

ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.2674 ლარი ღირს

13 აპრილი, 2016 • 1262
ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.2674 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.2674 ლარი ღირს. 13 აპრილისთვის დადგენილ კურსთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით 0.0053 ერთეულით გამყარდა.

ლარი დაახლოებით 3 თეთრით ასევე გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. კერძოდ, 14 აპრილისთვის 1 ევრო 2.5628 ლარი ეღირება. ცვლილებამ 0.0326 ერთეული შეადგინა.

2016 წლის თებერვალში, ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4985 ლარს მიაღწია. ლარმა გამყარება მარტის თვეში დაიწყო: ეროვნული ბანკის მიერ 1 მარტისთვის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4713 ლარი ღირდა, 31 მარტს კი 2.3679 ლარი, 14 აპრილისტვის დადგენილი კურსით კი  –  2.2674

მასალების გადაბეჭდვის წესი