NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54% მნიშვნელოვნად მიიჩნევს გენდერული კვოტების შემოღებას, 34 პროცენტის აზრით ეს უმნიშვნელოა, ხოლო 12 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
2014 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით იმ ადამიანების რიცხვი, ვისთვისაც გენდერული კვოტირების საკითხი მნიშვნელოვანია, 6 პროცენტითაა გაზრდილი.
კვლევაში ეს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხარდამჭერების მოსაზრებების კროსტაბულაცითაცაა ჩაშლილი:
რაც შეეხება იმას, თუ როგორ იქნებოდა ქალი და კაცი დეპუტატების საუკეთესო პროცენტული გადანაწილება პარლამენტში, კვლევის მიხედვით შედეგები ასე გადანაწილდა:
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გენდერული კვოტირების თაობაზე პარლამენტში შესული ორი წინადადების განხილვის საკითხი, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.