NDI-ის კვლევით გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. გამოკითხულთა 47-მა პროცენტმა საფრთხედ რუსეთი დაასახელა.
ამ თვალსაზრისით რეიტინგში მეორე ადგილზეა ISIS, რომელსაც მოსახლეობის 8% მიიჩნევს საფრთხედ. მესამეზე აშშ- 7%, მეოთხეზე თურქეთი – 5%, ნატო – 2%, სომხეთი – 1%.
NDI-ის დაკვეთით კვლევა CRRC-მა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები თებერვალ-მარტში განხორციელდა.
საველე სამუშაოების თარიღები : თებერვალი 23 – მარტი 14, 2016. 3,900 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%