დღეს, 9 აპრილს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ჩავიდნენ და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს დროშებით მოხატული ფრანები გაუშვეს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, “აღნიშნული ღონისძიებით მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს”.

სტუდენტებმა სოფელ ჯარიაშენიდან ფრანები გაუშვეს; ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტის ფეისბუკის გვერდი; 09.04.016

სოფელ ჯარიაშენთან დაკავშირებული ფაქტი სტუდენტების ნაწილმა 20 მარტსაც გააპროტესტა.

თავად ოსური მხარე ამბობს, რომ ჯარიაშენთან არა გზა, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო თხრილი შენდება. ჯარიაშენის საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში მხარეებმა ერგნეთში 15 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს. ქართულმა მხარემ ეს საკითხი ჟენევაში 22-23 მარტს, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დროსაც დასვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *