დღეს, 9 აპრილს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ჩავიდნენ და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს დროშებით მოხატული ფრანები გაუშვეს.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, “აღნიშნული ღონისძიებით მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს”.
სოფელ ჯარიაშენთან დაკავშირებული ფაქტი სტუდენტების ნაწილმა 20 მარტსაც გააპროტესტა.
თავად ოსური მხარე ამბობს, რომ ჯარიაშენთან არა გზა, როგორც ამას ქართული მხარე აცხადებს, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო თხრილი შენდება. ჯარიაშენის საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში მხარეებმა ერგნეთში 15 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს. ქართულმა მხარემ ეს საკითხი ჟენევაში 22-23 მარტს, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დროსაც დასვა.