ახალი ამბები

Panama Papers: პუტინი კორუფციის შესახებ ბრალდებას უარყოფს

7 აპრილი, 2016 • 1357
Panama Papers: პუტინი კორუფციის შესახებ ბრალდებას უარყოფს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება, რომელიც ოფშორში დაბანდებულ თანხებთან მის საიდუმლო კავშირებს ეხება. პუტინი “კორუფციის ნებისმიერ ელემენტს” უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ოპონენტები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვა 2 მილიარდს ფლობს, რომელიც ოფშორულ ზონაში წარმოებული გარიგებებისა და სესხების საერთო ღირებულებაა. გამოძიების მტკიცებით, თანხა რუსეთს პრეზიდენტს ეკუთვნის იმის მიუხედავად, რომ მისი სახელი ოფიციალურ მიმოწერასა და დოკუმენტებში არ ფიქსირდება. არსებობს ეჭვი, რომ მასთან დაახლოებული პირები თანხას მისი პატრონაჟის გარეშე ვერ დააგროვებდნენ.

ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები სერგეი როლდუგინსაც ეკუთვნის, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მეგობარია. როდულგინი, რომელიც მუსიკოსია, 100 მლნ. დოლარზე მეტი ღირებულების ქონებას ფლობს, მათ შორის სარეკლამო კომპანიებს; არის რუსული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია “კამაზის” მეწილე. “რუსეთის ბანკის” 3% ასევე მისია. სწორედ ამ ბანკის დახმარებით ხორციელდება ფარული გადარიცხვები და მას პუტინის პირად ბანკად მოიხსენიებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი