საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე დიდ ბრიტანეთში, ვესტმინსტერის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას უარი უთხრა – ამის შესახებ ნეტგაზეთს კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა განუცხადა.
მინდელის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ინგლისს კეზერაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით 2015 წლის ივლისში მიმართა. ადვოკატის განცხადებით, ექსტრადირების მოთხოვნა ხდება ორმხრივი თანაშრომლობის ფარგლებში – როდესაც პროკურატურას დადასტურებით აქვს ინფორმაცია, რომ პირი იმყოფება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე.
კეზერაშვილის ექსტრადირებაზე 2014 წელს უარი განაცხადა საფრანგეთის სასამართლომ.
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ადვოკატის ცნობით, საქართველოში 5 საქმე იყო აღძრული, საიდანაც ერთ მათგანში კეზერაშვილი გამართლდა, მეორე საქმე სააპელაციო სასმართლოში იხილება, ხოლო დანარჩენი სამი საქმე პირველ ისტანციაშია.