ახალი ამბები

ნადია სავჩენკომ უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნით შიმშილობა განაახლა

6 აპრილი, 2016 • 1184
ნადია სავჩენკომ უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნით შიმშილობა განაახლა

მოსკოვიდან უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნით, უკრაინული საჰაერო ძალების პილოტმა, უკრაინის პარლამენტის წევრმა ნადია სავჩენკომ შიმშილობა განაახლა. The Guardian-ის ინფორმაციით, სავჩენკო წყლის მიღებაზეც უარს აცხადებს და მოითხოვს უკრაინაში დააბრუნონ.

ნადია სავჩენკოს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის ბრალს არ აღიარებს.

22 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ნადია სავჩენკოს ორ რუს ჯარისკაცში გაცვლა შესთავაზა, რომლებიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე არიან დაკავებული. Sputnik-ის ინფორმაციით კი, რუსულ მხარეს უკრაინისაგან შეთავაზება ოფიციალური სახით ამ დრომდე არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი