ახალი ამბებიკომენტარი

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები და საქართველო – ინტერვიუ მაიკლ ჩეჩირესთან

5 აპრილი, 2016 • 2245
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები და საქართველო – ინტერვიუ მაიკლ ჩეჩირესთან

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, თუმცა ჯერაც უცნობია რომელი კანდიდატები მოიპოვებენ დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ნომინაციას, ანუ ვინ წარადგენს არჩევნებში მთავარ პოლიტიკურ ძალებს. როგორია საპრეზიდენტო რბოლას შემორჩენილი ლიდერების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რუსეთთან, ნატოს გაფართოებასთან მიმართებაში და რას უნდა ელოდოს მათგან საქართველო? ბათუმელების შეკითხვებს ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე პასუხობს:

ვის მიიჩნევთ ნომინაციის მოპოვების ფავორიტებად როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან?

მაიკლ ჩეჩირე © პოლიტიკის ინსტიტუტი/Georgian Institute of Politics

მაიკლ ჩეჩირე © პოლიტიკის ინსტიტუტი/Georgian Institute of Politics

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ არჩევნების ძალიან ბევრი კონვენციონალური [პირობითი] სიბრძნე თავდაყირა დააყენეს რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მეამბოხე კანდიდატებმა: დონალდ ტრამპმა და ბერნი სანდერსმა. მაგალითად; ერთი წლის წინ ჯებ ბუში რესპუბლიკელებში გამარჯვების უმთავრესი ფავორიტად ითვლებოდა. მეორე მხრივ, არსებობდა მოლოდინი, რომ ბუშს ნიუ ჯერსის გუბერნატორი კრის კრისტი, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო და ვისკონსინის გუბერნატორი სკოტ უოლკერი საკმაოდ რთულ კონკურენციას შესთავაზებდნენ, მაგრამ ჯებ ბუშის კამპანია მალევე ჩავარდა, კრის კრისტიმ განიცადა მეტამორფოზა პოლიტიკური გამარჯვებულიდან აუტსაიდერამდე [bottom feeder] მარკო რუბიოს ვარსკვლავობა სუპერნოვად [კოსმოსში ვარსკვლავის აფეთქების პროცესი] გადაიქცა, ხოლო სკოტ უოლკერმა ეროვნულ რადარზე blip-ის [ბგერა, გამოსახულება რადარზე] დაფიქსირება ძლივს მოასწრო. სწორედ ანტი-ისტებლიშმენტური კანდიდატები ბენ კარსონი, ტედ კრუზი და განსაკუთრებით დონალდ ტრამპი იყვნენ ის ადამიანები, ვინც საარჩევნო საშეჯიბრო რბოლაზე მოულოდნელი გავლენა მოახდინეს.

რაც შეეხება დემოკრატების პარტიის მხარეს, ჰილარი კლინტონი ასევე განიხილებოდა ფავორიტად, რომელიც ნომინაციის მოპოვებას დიდი პრობლემების გარეშე შეძლებდა. იქ მერილენდის გუბერნატორი მარტინ ო’მალი და ვირჯინიის სენატორი ჯიმ უები მიიჩნეოდნენ კლინტონისთვის ხელის ყველაზე პოტენციურ შემშლელებლად. მიუხედავად ამისა, სენატორმა ბერნი სანდერსმა (დეკლარირებულმა სოციალისტმა, რომელიც თავდაპირველად უშანსოდ გამოიყურებოდა) შესთავაზა კლინტონს ყველაზე მაგარი ტესტი.

კლინტონი ამ კუთხით საკმაოდ მშვიდად გამოიყურება იმისათვის, რომ დემოკრატების პარტიიდან ნომინაციას მიაღწიოს, თუმცა ეს უფრო გრძელი და უფრო რთული გზაა, ვიდრე ვინმე მოელოდა.

რესპუბლიკელებთან დაკავშირებით ბევრად უფრო ნაკლებად ცხადია სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ტრამპის პოპულისტურ-ნაციონალისტურმა კამპანიამ რესპუბლიკელთა სანომინაციო კონკურსში  ყველაზე მეტი დელეგატი მიიმხრო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვოს, რაც რესპუბლიკურ პარტიას brokered convention-ს [შუამავლობითი კონვენცია] აიძულებს, რაც იმანს ნიშნავს, რომ ნომინაციის ბედი მოლაპარაკებების, ხმებით ვაჭრობის, გარიგების საფუძველზე გადაწყდება. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში ტრამპს ნომინაციის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, რადგან რესპუბლიკური პარტიის საკმაოდ დიდი ნაწილს ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ ტრამპს მხარს არასოდეს დაუჭერს.თუმცა  თუ სხვა კანდიდატი იქნება არჩეული, მაგალითად ისეთი, რომელიც ამჟამად საარჩევნო პროცესში არ მონაწილეობს, მაგალითად კონგრესის სპიკერი პოლ რაიანი, შესაძლოა ტრამპმა კენჭი მაინც იყაროს ოღონდ არა როგორც რესპუბლიკელების კანდიდატმა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების შანსებს ავნოს. მეორე მხრივ, თუკი რესპუბლიკელები ნომინაციას ტრამპს მიანიჭებენ, არჩევნების დროს ძალიან ბევრი რესპუბლიკელი [ტრამპის მოწინააღმდეგე] სახლში დარჩება, ან ხმას მესამე მხარის კანდიდატს მისცემს, შესაძლოა, დემოკრატების კანდიდატსაც კი დაუჭიროს მხარი ტრამპის საწინააღმდეგოდ, რაც თეთრ სახლში მის არჩევას შეუძლებელს გახდის. ასეა თუ ისე, ამ ყველა სცენარის მიხედვით დემოკრატებს უპირატესობა აქვთ.

რა სახის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ნომინაციის მოპოვებისთვის იბრძვიან? ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს რუსეთთან, ნატოს გაფართოებასთან და საქართველოს რეგიონთან დაკავშირებული საკითხები…

ეს არჩევნები და საკითხები მის ირგვლივ უმთავრესად შიდა პოლიტიკის თემებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კანდიდატმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით. ოჰაიოს შტატის გუბერნატორი ჯონ კასიჩი შედარებით ძლიერი იყო რუსეთის კრიტკაში. ის აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ვაშინგტონის მოკავშირეებში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში აშშ-ს უფრო აქტიურ, მხარდამჭერ პოლიტიკას ადვოკატირებს. ტედ კრუზმაც დაასახელა რუსეთი როგორც საგარეო პოლიტიკური პრობლემა ბევრ შემთხვევასთან მიმართებაში, თუმცა მისი ფოკუსი ახლო აღმოსავლეთსა და კონტრტერორიზმზეა მორგებული, მათ შორის საუბარია სირიაში უფრო ინტერვენტულ პოლიტიკაზე. ისევე როგორც პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან მიმართებაში, დონალდ ტრამპს არც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით წარმოუდგენია თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი. მაგრამ მან ღიად გამოხატა აღტაცება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ და როგორც ჩანს, სურს უფრო მეტი მოქნილობა აჩვენოს აშშ-ს პოლიტიკაში რუსეთთან დაკავშირებით, ალბათ იმიტომ, რომ მას ნაკლებად აინტერესებს ფსონები იმ თამაშში, რომელიც რუსეთის აგრესიას ეხება მისი პერიფერიების ირგვლივ.

კარგი ამბავი ის არის, რომ ჰილარი კლინტონს, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე სავარაუდოა, რომ პრეზიდენტად ვიხილოთ, დამტკიცებული აქვს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-სთან ურთიერთობის ეფექტური და საიმედო ადვოკატია. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც სახელმწიფო მდივანი კლინტონი ამერიკის მხრიდან უფრო ძლიერი რეაქციის მომხრე იყო რუსეთის უკრაინაში ანექსიის საპსაუხოდ, მათ შორის უკრაინის სამხედრო ძალებისთვის იარღის ლიმიტირებულად მიწოდების კუთხით. კლინტონი ასევე იყო საქართველოს მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერი და სავარაუდოდ, როგორც პრეზიდენტს ამ რეგიონთან უფრო პროაქტიული მიდგომა ექნება.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური გარემო ნატოს წევრ სახელმწიფოებში გაფართოებასთან დაკავშირებით ტოქსიკურია, ასე რომ, კლინტონის ადვოკატირებაც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი ამ ოპოზიციის დაუყოვბენლივ გადმოსაყირავბელად. თუმცა ის შეიძლება უფრო კეთილგანწყობილი (ღია) იყოს შტატებსა და საქართველოს შორის სხვა,უფრო გაფართოებული თანამშრომლობის და მხარდაჭერისთვის.

რა შეგიძლიათ თქვათ, კანდიდატთა გუნდების შესახებ? ალბათ, მნიშნელოვანია იმ ადამიანებისთვუს ყურადღების მიქცევა, ვინც ლიდერების უკან დგანან. თუ ხედავთ საინტერესო ასპექტს საქართველოსთვის? არიან ლიდერების მიერ დასახელებულ გუნდებში ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხებსა და პრობლემებს კარგად იცნობენ?

მთავარი კანდიდატების საგარეო პოლიტიკური გუნდები სრულად ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა მათ შორის უკვე ვინც ჩართულია, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საგარეო პოლიტიკის ანალიზისთვის მთავარი ფიგურები think tank-ებიდან მოდიან.

თუმცა ამ კუთხით ეს კამპანიები არ ცდილობენ რეგიონალური სპეციალისტების რეკრუტირებას, არამედ  აქცენტი უფრო იმ ადამიანებზე კეთდება, ვინც საარჩევნო საკითხებზე უმაღლეს დონეზე სამუშაოდ არიან რელევენატურები. მაგრამ თუ ურთიერთობებიდან გამომდინარე გავაკეთებთ შეფასებას, კლინტონის გამოცდილება და ის ურთიერთობები, რომელიც მას სახელმწიფო მდივნად მუშაობისას ჩამოუყალიბდა, მის გუნდს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაზე უფრო “საინტერესოს” გახდის.

ფიქრობთ, რომ ამ არჩევნების შედეგებმა შეიძლება რაიმე შეცვალოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში?

შესაძლოა, განსაკუთრებით თუ ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც პოპულისტური მესიჯებით გამოირჩევა, მაგალითად ტრამპი და სანდერსი. არჩევის შემთხვევაში მათ არაერთი რთული გაკვეთილის შესწავლა მოუწევთ, რომლებიც ბუშის და ობამას ადმინისტრაციამ მიიღო რუსეთთან და მის მოსაზღვრე რეგიონთან ურთიერთობაში. თუმცა უფრო მეტად კონვენციონალურ [ორდინარული] კანდიდატებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ საქართველოსთან ურთიერთობა საკმარისად ინსტიტუციონალიზებულია და რთულად სავარაუდოა ცვლილება ნებისმიერი მიმართულებით. მეორე უცნობი ფაქტორი არის თვითონ ქართული პოლიტიკა: მმართველი კოალიციის კომპოზიცია და მანდატი მომდევნო არჩევნებში, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ურთიერთობებზე დასავლეთთან. რამდენიმე გამონაკლისთ აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ინსტიტუციები მზად არიან საქართველოსთან თანამშრომლობისათვის, მაგარამ თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება ნაკლებად დაინტერესებული იქნება, ეს თამაშის შემცვლელი ფაქტორი აუცილებლად გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი