ახალი ამბები

მთაწმინდაზე ტყის აღსადგენად თბილისის მერიამ 3000 ნერგი დარგო

3 აპრილი, 2016 • 1757
მთაწმინდაზე ტყის აღსადგენად თბილისის მერიამ 3000 ნერგი დარგო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ოქროყანაში, მთაწმინდაზე 3000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. საშიში კერის გაზრდის პრევენციის მიზნით, მხოლოდ ოქროყანაში 10 000 დაავადებული ხე მოიჭრა. ნარჩენებისგან გაწმენდის შემდეგ კი ტერიტორიის ეტაპობრივი გამწვანებით ტყის აღდგენა დაიწყო. გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე 10 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხე-მცენარე დაირგვება.

მერიაში აცხადებენ, რომ ხეების დარგვა ქალაქის მასშტაბით სამი ძირითადი მიმართულებით- ტყე-პარკების აღდგენის, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანების, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება. საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მერიის ცნობით, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები დაირგვება.

მცენარეების დარგვის შემდეგ მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.

2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა.  შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში, 100 000 ხე-მცენარე დაირგვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი