ახალი ამბები | , , ,

პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს ხვდება

31 მარტი, 2016 | | 1100
პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს ხვდება

მთავრობის კანცელარიაში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.

ისინი შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ განცხადებებს.

დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, პარტიის განცხადებით,  მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას.

“სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის, ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში – ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტინატოელებისა და ვიდეოშანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიამ 31 მარტს. 

ამჟამად რესპუბლიკელები მთავრობაში სამი მინისტრით არიან წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი