ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი მეორედ შეხვდა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს

12 აგვისტო, 2011 • 1309
პრემიერ–მინისტრი მეორედ შეხვდა  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს

ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური
ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

დღეს პრემიერ– მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეს პრემიერის რიგით მეორე შეხვედრაა მართლმადიდებელ მღვდლებთან მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა დაიძაბა რელიგიურ გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან განხორციელებული ცვლილებების გამო.

პრემიერ მინისტრის პრესამსახური ავრცელებს გილაურის კომენტარს, სადაც ის ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დაამტკიცეს წევრები იმ კომისიებისა,   რომელთა შექმნა პირველი შეხვედრისას გადაწყდა.

პირველი შეხვედრა  19 ივლისს გაიმართა, რომელზეც გადაწყდა რამდენიმე  კომისიის შექმნა, მათ შორის საზღვარგარეთ ქართული ეკლესიის სტატუსის განსაზღვრაზე მომუშავე და მონიტორინგის კომისია, ასევე შენობა-ნაგებობების, კულტურული ძეგლების განმსაზღვრელი კომისია.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის იმ პირების ვინაობა, რომლებიც კომისიების წევრები გახდნენ.

პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა კომისიების დებულებას სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს, 15 სექტემბერს კი ოთხივე კომისიის შეხვედრები ჩატარდება.

ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური
ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ–მინისტრის მართლმადიდებელ მღვდლებთან შეხვედრის ფოტო საქართველოს მთავრობის ვებ გვერდის „ჰედერშიც“ განთავსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი