ახალი ამბები

ლატვიაში სააგენტო Sputnik-ის ვებგვერდი დაბლოკეს

30 მარტი, 2016 • 1100
ლატვიაში სააგენტო Sputnik-ის ვებგვერდი დაბლოკეს

Reuters-ის ცნობით, ლატვიის მთავრობამ ახალი ამბების პრორუსული სააგენტოს, Sputnik-ის ლატვიური საიტი დახურა, რამაც მოსკოვის დაუყოვნებლივი რეაქცია გამოიწვია.

ლატვიამ სპუტნიკის საიტის, Sputnik.lv-ის დახურვის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ პრორუსული საიტის არსებობა შესაძლოა ეწინაარდეგებოდეს იმ სანქციებს, რაც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა.

რუსეთს საელჩომ ფეისბუქის საიტზე განმრტა, რომ ეს არის ინფორმაციული ომი. საელჩოს მოსაზრებით, ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

სპუტნიკის ლატვიური საიტი 2016 წლის თებერვლიდან ამუშავდა. მისი მიზანია ლატვიის მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობის მიზიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი