ახალი ამბები

“კრიმინალი ციხეში! საქართველო ევროპაში!” – EPP-ის პრეზიდენტს თბილისში აქციით დახვდნენ

30 მარტი, 2016 • 1212
“კრიმინალი ციხეში! საქართველო ევროპაში!” – EPP-ის პრეზიდენტს თბილისში აქციით დახვდნენ

თბილისში ვიზიტით ჩამოსულ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დოლის 29 მარტს მემარცხენე ალიანსის ახალგაზრდული ფრთის წევრები აქციით დახვდნენ.

აქცია 21 საათზე დაიწყო. “მემარცხენე ალიანსის წევრები აცხადებენ, რომ ჯოზეფ დოლის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. მათი აქციის ლოზუნგია “კრიმინალი ციხეში! საქართველო ევროპაში!”

“მემარცხენე ალიანსის” წევრებმა აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართეს. ადგილზე მისული იყო პოლიცია, რომელიც, ალიანსის წევრების განცხადებით, ხელს უშლიდა აქციის გამართვაში.

"მემარცხენე ალიანსის" წევრების აქცია ჯოზეფ დოლის წინააღმდეგ. ფოტო: რუსთავი2

“მემარცხენე ალიანსის” წევრების აქცია ჯოზეფ დოლის წინააღმდეგ. ფოტო: რუსთავი2

მასალების გადაბეჭდვის წესი