ახალი ამბები

BBC: პაკისტანში აფეთქება თალიბანმა მოაწყო

28 მარტი, 2016 •
BBC: პაკისტანში აფეთქება თალიბანმა მოაწყო

პაკისტანში, ქალაქ ლაჰორიში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერიროსტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პაკისტანის ქალაქ ლაჰორიში თვითმკვლელმა ტერორისმა თავი აიფეთქა. შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 280-მდე დაიჭრა. აფეთქება პარკში მოხდა. ამჟამინდელი მონაცემებით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

აფეთქების მთავარი სამიზნე ის ქრისტიანი ოჯახები იყვნენ, რომლებიც პარკში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

ლაჰორი პაკისტანის ყველაზე დიდი და მდიდარი პროვინციის, პუნჯაბის ცენტრია. ამავე ქალაქშია განთავსებული პრემიერ-მინიტრ ნავაზ შარიფის შტაბბინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი