BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანის ქალაქ ლაჰორიში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 280-მდე დაიჭრა. აფეთქება პარკში მოხდა. პაკისტანის პოლიცია BBC-სთან საუბარში ადასტურებს, რომ შემთხვევა თვითმკვლელ ტერორისტს უკავშირდება. ამჟამინდელი მონაცემებით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ ორგანიზაციებს ამ დრომდე არ აუღიათ.

BBC-ის ინფორმაციით, აფეთქების მთავარი სამიზნე ის ქრისტიანი ოჯახები იყვნენ, რომლებიც პარკში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

ლაჰორი პაკისტანის ყველაზე დიდი და მდიდარი პროვინციის, პუნჯაბის ცენტრია. ამავე ქალაქშია განთავსებული პრემიერ-მინიტრ ნავაზ შარიფის შტაბბინა.

აფეთქება პაკისტანში 27.03.16 ფოტო: EPA
აფეთქება პაკისტანში 27.03.16 ფოტო: EPA

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *