ახალი ამბები

შსს: სამდღიანი ე.წ. რეიდების დროს 192 სისხლის სამართლის დანაშაული გაიხსნა

27 მარტი, 2016 • 2392
შსს: სამდღიანი ე.წ. რეიდების დროს 192 სისხლის სამართლის დანაშაული გაიხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა 192 სისხლის სამართლის დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ე.წ. რეიდების დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით 148 პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.”

 

სამინისტროს ცნობით, გამოვლენილი და გახსნილია სისიხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:

  • ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის260-ე მუხლი) 29 ფაქტი;
  • საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა (სსკ-ს262-ე მუხლი) – 8 ფაქტი;
  • ძარცვა (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი.

შსს-ს ინფორმაციით, დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევის 966 შემთხვევა, მათ შორის:

  • ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ემუხლი) 77 ფაქტი;
  • წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;
  • დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი;
  • დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, ე.წ. რეიდების მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტრო დეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2.1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა.

სამინისტროს ცნობით, ასევე, ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი სუბოქსინი, 45 აბი კოდეინი, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივიერება ე.წ. „ბიო“, 250 აბი აქტიფედი, 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.

საპოლიციო კონტროლის შედეგებისაპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევაშინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ 2016 წლის 23-26 მარტს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.გამოვლენილი და გახსნილია სისხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 60-ე მუხლი) 29 ფაქტი;საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ-ს262-ე მუხლი) 8 ფაქტი;ძარცვის (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი.დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 966 შემთხვევა, მათ შორის:ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 77 ფაქტი;წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი;დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი.საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტროდეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2,1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი “სუბოქსინი”, 45 აბი “კოდეინი”, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო”, 250 აბი “აქტიფედი”, 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი, საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.საპოლიციო კონტროლის დროს, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს.

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Sunday, March 27, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი