ახალი ამბები

ტერორისტული აქტს ერაყში საფეხბურთო მატჩის დროს 29 ადამიანი ემსხვერპლა

26 მარტი, 2016 • 2184
ტერორისტული აქტს ერაყში საფეხბურთო მატჩის დროს 29 ადამიანი ემსხვერპლა

THe Guardian-ის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის მახლობლად ფეხბურთის მატჩის დროს ტერაქტი მოხდა, რომელსაც 29 ადამიანი ემსხვერპლა და 60 ადამაინი დაშავდა.

მედიის ცნობით, ბაღადადიდან 48 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ისკანდერიას მცირე მოედანზე მატჩის დროს აფეთქება მოხდა. დაზარალებულთა და მსხვერპლთა შესახებ ცნობა ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, აფეთქების მიზანი შიიტი მუსლიმების განადგურება იყო. გამოცემის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

THe Guardian ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ეს აფეთქება ტერორისტების წინააღმდეგ ერაყის არმიის მიერ მოპოვებული წარმატეტების ფონზე მოხდა.

ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, ერაყის არმიამ ერაყის დასავლეთ პროვინცია ანბარის ქალაქ კუბაისიდან ტერორისტული დაჯგუფება  განდევნეს. ტერორრისტებმა ასევე დაკარგეს კონტროლი ერაყის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი