ახალი ამბები

თბილისის მერიის წინ ბაღების დირექტორების თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

25 მარტი, 2016 • 1098
თბილისის მერიის წინ ბაღების დირექტორების თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისის მერიის წინ აქციას მართავს იმ მშობლების ნაწილი, რომლებიც რამდენიმე საბავშო ბაღში დირექტორების გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან.

მათი მოთხოვნაა, რომ დათხოვილი დირექტორები აღადგინონ. აქცია მერიის წინ 11 საათძე დაიწყო.

“ის, რისთვისაც ათავისუფლებენ ჩვენი ბაღის გამგეს, ეს არის რაღაც განსხვავებული თანხაო, ავაგროვებთ ჩვენ მშობლები ფულს და ამ გაჭირვებულ მთავრობას გადავურიცხავთ, რის გამოც ხდება ჩვენი ბაღის გამგის გათავისუფლება”, – განუცხადა მანანა ერგემლიძემ “რუსთავი 2”-ს.

“უკვე ერთ საათზე მეტია, რაც აქ ვართ და არც არავინ გამოსულა, არც არავის უთქვამს, რისთვის ხართ მოსული. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ შეცდომის გამო ვართ ასეთ მდგომარეობაში. დაველოდებით კიდევ ცოტა ხანი და თუ არადა გადავინაცვლებთ საკრებულოში, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი იქ. ვინმემ იქნებ გაგვცეს კონმპეტენტური პასუხი”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს თამთა ხახანიკაშვილმა.

პროტესტი გამოიწვია თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ რამდენიმე ბაღში დირექტორების გათავისუფლებამ. მერია აცხადებს, რომ ისინი არაეფექტური მენეჯმენტის გამო გაათავისუფლეს, თუმცა მშობლების ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი