ახალი ამბები

კობახიძე ელისაშვილზე: ერთი ნაცარქექიაა, რომელიც ცდილობს რაღაც იმიჯი შეიქმნას

23 მარტი, 2016 • 1317
კობახიძე ელისაშვილზე: ერთი ნაცარქექიაა, რომელიც ცდილობს რაღაც იმიჯი შეიქმნას

“პრეზიდენტი ცოტა უხერხულობას უნდა გრძნობდეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი უწყება, როგორიცაა შეწყალების კომისია, ჩააბარა ამ არასერიოზულ, ავყია, პოლიტიკურად ანგარიჟირებულ ადამიანს,”- ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ალეკო ელისაშვილზე ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილი არც პოლიტიკოსია და არც ჟურნალისტი:

“პრეზიდენტი ცოტა უხერხულობას უნდა გრძნობდეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი უწყება, როგორიცაა შეწყალების კომისია, ჩააბარა ამ არასერიოზულ, ავყია, პოლიტიკურად ანგარიჟირებულ ადამიანს, რომელსაც არც პატიმრების ბედი აღელვებს, არც ქვეყნის ბედი და არც არაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გარდა. ის არც პოლიტიკოსია, არც ჟურნალისტია, სიმართლე გითხრათ, ერთი ნაცარქექიაა, რომელიც ცდილობს რაღაც იმიჯი შეიქმნას, ძალიან კარგად გამოუვიდა, 4 თვეა ეკრანებიდან არ ჩამოდის, მაგრამ ეს ძალიან ცუდია. დამერწმუნეთ, ელისაშვილს აღარფერი დაეჯერება,”- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის 18 მარტის განცხადებით, დაასრულეს გამოძიება ე.წ. კოკაინის საქმეზე ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებული პოლიტიკოსების, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა.

18 მარტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილის სისსხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

18 მარტს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პროკუტრატურა ამით ვერავის დააჯერებს. მისი მტკიცებით, პროკურატურაში ჩაფარცხვაზე მუშაობდნენ და ჩაფარცხეს კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი