ახალი ამბები

ფოტოგრაფთა სასამართლო დღეს გაიმართება

22 ივლისი, 2011 • • 1274
ფოტოგრაფთა სასამართლო დღეს გაიმართება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი დღეს, 22 ივლისს, 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოშია დაგეგმილი. შესაძლოა, ფოტოგრაფებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ და სასამართლო დარბაზიდანვე გაანთავისუფლონ.

ზურაბ ქურციკიძემ, გია აბდალაძემ, ირაკლი გედენიძემ და ნათია გედენიძემ საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით უკვე დაწერეს განცხადებები, რასაც მათივე ადვოკატების უმრავლესობა არ დაეთანხმა. გია აბდალაძემ ორ ადვოკატს აცილება მისცა, ორი კი “ალია” ჰოლდინგმა დაითხოვა. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება პროკურატურას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცა.

სპეციალური განცხადება დღესვე გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ: “საქმის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, მიაწოდეს გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრომაცია. მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ოთხივე ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 22 ივლისს გამოაქვეყნა თავის ვებ გვერდზე.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ  იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. როკურატურამ თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა საქმის მასალები, რომლებიც აქამდე დახურული იყო.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს,  ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილის ნუსხა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ  მასალებში დოკუმენტთა მხოლოდ სათაურებია მითითებული, შინაარსი კი დაშიფრულია.

ამავე თემაზე:

პროკურატურა დაკავებულ ფოტოგრაფებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

პროკურატურა ფოტოგრაფთა საქმის მასალებს ავრცელებს

ეკა ბესელია: “აბდალაძე განადგურებულია და იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ”

ზურაბ ქურციკიძის ინტერესების დაცვაზე ნინო ანდრიაშვილმა უარი განაცხადა

რამაზ ჩიჩნალაძე გიორგი აბდალაძის ინტერესებს აღარ დაიცავს

ფოტორეპორტიორების საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი