დღეს ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა მისი ინტერესების დაცვაზე უარი წერილობითი განცხადებით დაასაბუთა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნინო ნადრიაშვილი, რომელიც ზურაბ ქურციკიძის ინტერესებს დაკავების დღიდან იცავდა, დღეს გავცელებული წერილობით განცხადების შემდეგ მის ადვოკატირებაზე უარს აცხადებს.
განცხადების მიხედვით, ქურციკიძის აღიარებითი ჩვენების გამო ადამიანის უფლებათა ცენტრი უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომე ეს აღიარება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგია და არ გამოხატავს ქურციკიძის თავისუფალ ნებას.
ზურაბ ქურციკიძის ინტერესებს მისი სხვა ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე იცავს, რომელიც ამ წუთებში გლდანის ციხეში ქურციკიძისთვის ბრალის დაზუსტების მიზნით დაიბარეს.
მიხეილ ღოღაძეს შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.