BBC-ის ინფორმაციით, ISIS-ის ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტომ Amaq-მა ინფორმაცია გაავრცელა და ბრუსელში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
Islamic State group claims responsibility for Brussels attacks in statement issued via its Amaq news agency https://t.co/n47DmaqnL9
— BBC Breaking News (@BBCBreaking) March 22, 2016
ბოლო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა და 170-მდე დაჭრილია.
ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 08:00 სთ.-ზე ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.