დღეს, 22 მარტს, რუსეთის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო დამნაშავედ ცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 22 მარტს მიიღო. სასამართლო პროცესის დასკვნითი ნაწილი 21 მარტს დაიწყო.
რუსეთის სასამართლომ სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მიიჩნია ბრალდებულად.
ნადეჟდა სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. იგი რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.
ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.
უკრაინელი მფრინავის მხარდასაჭერად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია გუშინ თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთანაც გაიმართა.
სავჩენკოს მხარდასაჭერი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლითაც საქართველოს პარლამენტის სხვა ფრაქციებს მიმართავს, რათა პარლამენტმა მიიღოს აღნიშნული დეკლარაცია.