ახალი ამბები

განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტებს 23 მარტს შეხვედრაზე იწვევს

22 მარტი, 2016 •
განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტებს 23 მარტს შეხვედრაზე იწვევს

განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტებს მოუწოდებს, რომ ხვალ, 23 მარტს, 15:00 საათზე მივიდნენ განათლების სამინისტროში იმ თემებზე სასაუბროდ, რაზეც განათლების სამინისტრო მუშაობას დაიწყებს.

სამინისტრო აცხადებს, რომ დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეარჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც 23 მარტს განათლების სამინისტროში შეხვედრას დაესწრებიან.

“ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი”, – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტრო აცხადებს, რომ მზადაა დაიწყონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა და განიხილონ ნებისმიერი წინადადება და შემოთავაზება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი