ახალი ამბები

ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია მოსკოვში

19 ივლისი, 2011 • 1279
ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია მოსკოვში

“მე ფოტოგრაფი ვარ და არა – ჯაშუში” – ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული ასეთი წარწერა აქვს პლაკატებს, რომლებიც მოსკოვის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეების უჭირავთ ხელში.

აქციას რუსი ფოტოგრაფები და ჟურნალისტები მართავენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად. რუსული მედიის ცნობით, აქციაზე დაახლოებით 50–მდე ადამიანია შეკრებილი: მათი ნაწილი იღებს აქციაზე მიმდინარე მოვლენებს, ნაწილს კი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი პლაკატები უჭირავთ ხელში. პერიოდულად კი ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი